სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება
„ვარ საქართველოს მოქალაქე“
პროექტის მთავარი იდეა (თემა)
მოსწვლეებში სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერბის  ჩამოყალიბება
პროექტის აქტუალობა
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალქო განათლების გაღრმავებას და მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია:
1.მოქალაქისა და კანონის ურთიერთკავშირის დადგენა
2.სამოქალაქო უფლებების გაცნობიერება
 3.ოფიციალური წყაროების(საქართველოს კონსტიტუცია,კანონი მოქალაქების შესახებ, სამოქალაქო კოდექსი)      გამოყენება.
4. გაეცნონ როგორ ხდება საქართველოში მოქალაქეობის მოპოვება და შეწყვეტა, ორმაგი მოქალაქეობა.
5.მსგავსებისა და განსხვავების, არგუმენტირების უნარის გამომუშავება.
მონაწილეთა ასაკი
16 წლის, მე–10 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა
ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სიამაყისა და ღირსების განცდა თავისი ქვეყნის მიმართ,შეძლებენ ოფიციალური წყაროების: საქართველოს კონსტიტუცია,კანონო მოქალაქეობის შესახებ და სამოქალაქო კოდექსის ცხოვრებაში გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
 გაიგებენ: ა) როგორ შეიძლება მოქალაქეობის მოპოვება  საქართველოში და სხვა ქვეყნებში.
               ბ)რის საფუძველზე შეიძლება  ეთქვას უარი პირს საქართველოს მოქალქეობის მიღებაზე და რა
შემთხვევაში შეიძლება მოქალაქეობის შეწყვეტა.
            გ)რა შემთხვევაში შეიძლება პირს ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა.
           დ)გამოუმუშავდებათ არჩევანის გაკეთების,  განსჯის მსჯელობისა და არგუმენტირების უნარი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
საქართველოს კონსტიტუცია, კანონი მოქალაქეობის შესახებ, მე–10კლასის სამოქალაქო განათლების   სახელმძღვანელო, სამოქალქო კოდექსი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი, თაბახისა და წებოვანი ფურცლები, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები)
      სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების გადანაწილება–ე
    საჭირო ლიტერატურისა და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
    ინტერვიუ ოზურგეთის საჯარო რეესტრისსა აზალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებთან
      შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარესთან
      სკოლის კლუბში დებატების მოწყობა  იურისტების,
მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მონაწილეობით
 პროექტის შეჯამების მიზნით მოსწავლეების მიერ საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება „ვარ საქართველოს მოქალაქე“
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი
. მოსწავლეს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი  მომავალი საქმიანობის გეგმა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს სავარაუდო მოქმედებებს, რომელთა განხორციელებასაც თავად გეგმავს, ახარისხებს მათ მნიშვნელობის მიხედვით.
·         თანაკლასელებთან ერთად ჩამოწერს საერთო სამომავლო მიზნებს, შეუძლია ცხრილის მიხედვით ერთმანეთისგან გამიჯნოს განსახორციელებელი მიზნები ვადების მიხედვით. მსჯელობს მათ რეალურობასა და მიღწევის გზებზე.
საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნების ანალიზის საფუძველზე ასახელებს საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სფროს, რომელსაც სავარაუდოდ უკავშირებს საკუთარ მომავალ მოღვაწეობას. კლასში გამოავლენს თანამოაზრეებს, რომლებთან ერთადაც აგროვებს ინფორმაციას ამ სფეროს შესახებ და მისი მიმოხილვის შემდეგ განსაზღვრავს  თავის მომავალ სავარაუდო საქმიანობას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მაია სალუქვაძე–სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Maiasalu@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
maiasalu.blogspot.com
მოგესალმებით

იმისათვის რომ ჩემი ბლოგი იყოს საინტერესო და შინაარსიანი გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მომაწოდოთ საინტერესო წინადადებები

პატივისცემით მაია სალუქვაძე

Email: maiasalu@gmail.com